HUAWEI MatePad

For a better user experience, please use the latest version of Internet Explorer or switch to another browser.
HUAWEI MatePad KV
აღმოაჩინეთ რაც შეიძლება მეტი
2K სრული ხედვის ეკრანი |მძლავრი პროცესორი  | 
გასაოცარი ხმის სისტემა

*HUAWEI-ს M-ფანქარი იყიდება ცალკე.

HUAWEI MatePad ID

სადა დახვეწილი და გლუვი დიზაინი

თხელი, გლუვი და დახვეწილი, HUAWEI მეითპადის სადა დიზაინი, აუცილებლად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას პირველივე დანახვისას. ელეგანტური და ნატიფი ზედაპირის მქონე მეითპადის ხელის ერთი შეხებაც კი კომფორტულ და სასიამოვნო განცდას შეგიქმნით.
HUAWEI MatePad Full Screen HUAWEI MatePad Full Screen

უფრო დიდი ეკრანი, უფრო მეტი შემოქმედებითობისთვის

HUAWEI მეითპადის 10.4 ინჩიანი ეკრანი ჩარჩოს გარეშე1, 7.9 მმ-იანი ვიწრო კიდეები2, და უფრო ფართო ეკრანი საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ ყველა თქვენი განსაკუთრებული იდეა. აღმოაჩინეთ და გამოხატეთ უფრო მეტი, ნათელი ფერებით და გასაოცარი გრაფიკებით, ისიამოვნეთ უსაზღვრო შემოქმედებითი შესაძლებლობებით HUAWEI-ს მეითპადთან ერთად.
HUAWEI MatePad Stereo Sound

გასაოცარი ხმის სისტემა

4 დინამიკითა და ოთხარხიანი აუდიო სისტემით აღჭურვილი HUAWEI მეითპადი უზრუნველყოფს გასაოცარ ხმას, სადაც არ უნდა იყოთ, კინოში, თეატრში თუ საკონცერტო დარბაზში. ჰისტენის 6.0-იანი 3D სტერეო ხმის ეფექტი საშუალებას გაძლევთ ისიამოვნოთ გასაოცარი ხმის სისტემით ნებისმიერ დროს. აკუსტიკური დეტალებით მდიდარი და მძლავრი ხმის ტალღები, აუცილებლად დაიპყრობს თქვენს გულსა და გონებას.
HUAWEI MatePad Multiple Eye Protection HUAWEI MatePad Multiple Eye Protection

მეტი კომფორტი კითხვის დროს

HUAWEI მეითპადი გთავაზობთ ახალ, ელექტრონული წიგნის კითხვის რეჟიმს, რომელიც გონივრულად არეგულირებს ფერთა გადასვლებს, სიკაშკაშეს და გამოსახულების სიმკვეთრეს, რათა უზრუნველყოს უფრო მეტი კომფორტი ელექტრონული წიგნის კითხვის დროს, თითქმის ისეთივე, როგორ არაელექტრონული წიგნის კითხვისას. ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ წიგნის კითხვისას და მიაწოდოთ საზრდო თქვენს გონებას, ხოლო HUAWEI მეითპადი იზრუნებს თქვენს თვალებზე Rheinland-ის TÜV სერტიფიკატის მქონე დაბალი ლურჯი ნათების ეკრანის საშუალებით.3 ეკრანი ამცირებს მხედველობისთვის საფრთხის შემცველ ლურჯ ნათებას4, და გთავაზობთ შესაბამისს ჯდომის სტილს და დაშორების მანძილს, რათა თავიდან აგაცილოთ ზედმეტი დისკომფორტი.
HUAWEI MatePad Multiple Eye Protection
HUAWEI MatePad Multiple Eye Protection

*TÜV Rheinland boasts over 140 years of history for quality accreditation covering 6 major professional research domains of displays and offers authoritative certification for the quality of eye-protection of mobile phone displays.

HUAWEI MatePad Multiple Eye Protection
HUAWEI MatePad Four Microphones Four Speakers

უფრო მარტივი და ცოცხალი ურთიერთობები

HUAWEI მეითპადის 4 მიკროფონიანი გაუმჯობესებული აუდიო სისტემა, ამცირებს ხმაურს და შესაბამისად ხმაც უფრო სუფთად და უხარვეზოდ ისმის. ტაბლეტის კამერა საშუალებას მოგცემთ ყოველთვის სრულად ჩანდეს თქვენი გამოსახულება ვიდეო ზარების დროს, ხოლო ჭკვიანი და ფოკუსირებული ხედვის რეჟიმი უფრო ეფექტური კომუნიკაციის საშუალებას გაძლევთ ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას. ვიდეო ზარების დროს შეგიძლიათ არ იყოთ ტაბლეტთან მიჯაჭვული, გამოიყენეთ კამერის ჟესტებით მართვის ფუნქცია დისტანციური კონტროლისთვის და იმოძრავეთ თავისუფლად. გათავისუფლდით სივრცითი შეზღუდვებით და მიიღეთ სიამოვნება ცოცხალი ურთიერთობებით სადაც არ უნდა იყოთ.
HUAWEI MatePad Four Microphones Four Speakers HUAWEI MatePad Four Microphones Four Speakers HUAWEI MatePad Four Microphones Four Speakers

მეითპადის ფანქარი მოწყობილობის უფრო მარტივად სამართავად

ხატვის, წერის თუ სხვა ოპერაციის შესრულებას, მეითპადის M-ფანქარი5 უფრო მოსახერხებელს ხდის. მოქნილი და კომფორტული ფანქარი დაგეხმარებათ უფრო ზუსტად გამოხატოთ თქვენი შემოქმედებითობა, ფანქარი სრული სიზუსტით ასახავს თქვენს მოძრაობებს წერის დროს და ის ყოველთვის იქნება თქვენი საიმედო ატრიბუტი ყოველდღიური ამოცანების შესრულებისას.
HUAWEI MatePad M-pencil HUAWEI MatePad M-pencil
HUAWEI MatePad Chip

ჭკვიანი და მძლავრი პროცესორი

HUAWEI მეითპადი აღჭურვილია HUAWEI-ს 7 ნანომეტრიანი Kirin 810 პროცესორით და HUAWEI-სვე თვითგანვითარებადი NPU არქიტექტურით. ეს ყველაფერი ეხმარება ტაბლეტს გაუმჯობესებული ენერგიითა მუშაობაში და უზრუნველყოფს მეტ ეფექტურობას. GPU Turbo ტექნოლოგიის მქონე Mail-G52 GPU გთავაზობთ გასაოცარი შესრულების ხარისხს, ინტენსიური დატვირთვით მუშაობის დროსაც კი. თქვენი მეითპადი ყოველთვის მზად არის დაგეხმაროთ ნებისმიერ დროს, სწავლისას, მუშაობისას თუ თამაშისას.
HUAWEI MatePad Multi Screen Collaboration

Huawei Share6
- მრავალეკრანული კოლაბორაცია

თქვენ შეგიძლიათ ძალიან მარტივად დაუკავშიროთ თქვენი სმარტფონი, მეითპადთან და მიიღოთ ე.წ. ერთი მოწყობილობა ორმაგი შესაძლებლობებით. თქვენი ტეელფონის ეკრანი გაზიარდება ტაბლეტთან და შესაბამისად შეძლებთ უფრო დიდ ეკრანზე, უფრო თავისუფლად მუშაობას. ამასთან თქვენ შეძლებთ დარეკოთ, გაგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინებები და დაათვალიეროთ თქვენი ფოტოები სმარტფონთან დაკავშირებული ტაბლეტის მეშვეობით. თქვენ ასევე შეგიძლიათ მარტივად გადაიტანოთ ფაილები ერთი მოწყობილობიდან მეორეში და მეგობრებთან ტელეფონით მიმოწერის პარალელურად, შეასწოროთ თქვენი დოკუმენტები, ერთი და იგივე კლავიატურის 7გამოყენებით. ამგვარად მულტიეკრანული კოლაბორაცია ცხოვრებას და მუშაობას უფრო მარტივს ხდის.
HUAWEI MatePad Multi Screen Collaboration
HUAWEI MatePad Smart Split Screen

სხვადასხვა ფანჯარა ერთ ეკრანზე

ინოვაციური ფუნქცია, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ფანჯრის8 დამატებას ერთ ეკრანზე, დაგეხმარებათ სხვადასხვა ამოცანის უფრო ეფექტურად შესრულებაში. მაგალითად თქვენ შეგიძლიათ გახსნათ სხვადასხვა დოკუმენტი ეკრანის დაყოფის საშუალებით და იმუშაოთ მათზე პარალელურ რეჟიმში ან გამოიტანოთ სხვადასხვა ონლაინ მაღაზიის შეთავაზება და შეადაროთ ისინი ერთმანეთს, რომელიმეს ჩახურვის და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
HUAWEI MatePad Smart Split Screen

ხანგრძლივად გამძლე ელემენტი

7250 მილიამპერიანი, ხანგრძლივად გამძლე ელემენტი მხოლოდ ერთი სრული დამუხტვის შემდეგ ძლებს 12 საათი9ვიდეოების ყურების რეჟიმში და 7 საათი 3D თამაშების დროს. 10W-იანი დამტენის საშუალებით ელემენტი 30 წუთში 16%-მდე ივსება, სრულად დამუხტვას კი 3.8 საათი სჭირდება.
HUAWEI MatePad Battery HUAWEI MatePad Battery
HUAWEI MatePad Battery HUAWEI MatePad Battery HUAWEI MatePad Battery
HUAWEI MatePad Battery