HUAWEI Mate 20 Pro

For a better user experience, please use the latest version of Internet Explorer or switch to another browser.

პოპულარული შედეგები

    შეთავაზებული შედეგები

      შეიყვანეთ დამატებითი საძიებო სიტყვები

      CO-ENGINEERED WITH

      კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
      უმაღლესი ინტელექტის სამყაროში

      ტექნოლოგიების უსწრაფესი განვითარება, სულ უფრო აქტიურად შლის საზღვრებს ოცნებასა და რეალობას შორის. წარმოსახვის უსაზღვრო ძალა წარმოადგენდა შთაგონების წყაროს ახალი HUAWEI Mate 20 Pro -ს შექმნაში.

      საკულტო დიზაინი

      ესთეტიკის და ინოვაციის შერწყმა

      აღბეჭდეთ მომენტი

      HUAWEI Mate 20 Pro-ს სამმაგი კამერა Leica "ფლეშ" ნათებით სიმეტრიულად არის განლაგებული სმარტფონის კორპუსზე - უკანა პანელის შუა ნაწილში. ასეთი გადაწყვეტა განასხვავებს Mate სერიის მოწყობილობების ინდივიდუალურ დიზაინს. გახსენით ფანჯარა გარემომცველ სამყაროში HUAWEI Mate 20 Pro-ს ლინზების საშუალებით.

      დიზაინერული შედევრი

      HUAWEI Mate 20 Pro -ს კორპუსის დახვეწილი დიზაინი ხაზს უსვამს ეკრანის ნაწრთობ, 3D მინას, რაც ქმნის ტაქტილური და ვიზუალური შეგრძნებების სიმფონიას

      Natural Masterpiece

      დაიჭირეთ სინათლე

      ბუნების მდიდარი ფერების შთაგონებით HUAWEI Mate 20 Pro ხელმისაწვდომია ოთხ განსხვავებულ ფერში. სინათლე ლამაზად აირეკლება ტელეფონის შავ და ზურმუხტისებრ მწვანე ზედაპირზე და უნიკალურ მბრწყინავ ოპტიკურ ეფექტს ქმნის. მინის სპეციალური ტექსტურა არ სრიალებს და მასზე თითის ანაბეჭდები არ რჩება.

      ზურმუხტისებრი მწვანე
      ბინდისფერი
      შავი
      Balance in Art Balance in Art
      Balance in Art Balance in Art

      ჰარმონიის სილამაზე

      ხელოვნების ცნობილი ნამუშევრების მსგავსად HUAWEI Mate 20 Pro -ს კორპუსის ყველა ხაზი და ელემენტი დაბალანსებული და სიმეტრიულია. HUAWEI Mate 20 Pro-ს კორპუსის ერგონომიული დიზაინი იძლევა ტელეფონის ხელში მოხერხებულად დაჭერის საშუალებას. დახვეწილი დიზაინი განაპირობებს ტელეფონის ზომის ადეკვატურობას და მასთან შეხება სასიამოვნოა

      ჰარმონიის სილამაზე

      ხელოვნების ცნობილი ნამუშევრების მსგავსად HUAWEI Mate 20 Pro -ს კორპუსის ყველა ხაზი და ელემენტი დაბალანსებული და სიმეტრიულია. HUAWEI Mate 20 Pro-ს კორპუსის ერგონომიული დიზაინი იძლევა ტელეფონის ხელში მოხერხებულად დაჭერის საშუალებას. დახვეწილი დიზაინი განაპირობებს ტელეფონის ზომის ადეკვატურობას და მასთან შეხება სასიამოვნოა

      მსოფლიო თქვენი სათამაშო მოედანია

      ცხოვრება მდგომარეობს მუდმივ ძიებაში. ნუ შეგეშინდებათ გამოიყენოთ HUAWEI Mate 20 Pro პლაჟზე ან წვიმის დროს. IP681 დაცვის ხარისხით სმარტფონის ზედაპირზე1 შხეფის მოხვედრის, დაღვრილი სითხის ან ტელეფონის წყალში ჩავარდნის არ უნდა შეგეშინდეთ.

      Kirin ეფექტიანობა

      მძლავრი პროცესორი ხელოვნური ინტელექტით

      მსოფლიოს პირველი 7ნმ პროცესორი ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე

      მოწინავე პროცესორი Kirin ეფექტიანობა უზრუნველყოფს ეფექტიანობის უშუალო ამაღლებას ენერგიის მოხმარების შემცირებით.

      მოწინავე და მოქნილი CPU და GPU მრავალბირთვიანი არქიტექტურის დანერგვით მოწყობილობის ოპერაციული სიჩქარე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ერთ-ერთი DUAL-NPU გთავაზობთ ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე გამოთვლას და სხვა ამოცანებზე ფოკუსირებას მასიური ეფექტიანობის შესაქმნელად და მომხმარებლის კმაყოფილების უზრუნველსაყოფად.

      ? %
      % CPU წარმადობის ამაღლება 22
      ? %
      % CPU ენერგოეფექტიანობის ამაღლება 22
      ? %
      % GPU წარმადობის ამაღლება 22
      ? %
      % GPU ენერგოეფექტიანობის ამაღლება 22

      მაქსიმალური სისწრაფე

      HUAWEI Mate 20 Pro — მსოფლიოში პირველი სმარტფონია LTE Cat 21 სტანდარტის მხარდაჭერით მონაცემების 1.4 გბ/წმ3 გადაცემის სიჩქარით. Wi-Fi ჩამოტვირთვის სიჩქარე შეიძლება აღწევდეს 1733 მბ/წმ3. დატკბით სწრაფი და შუფერხებელი ინტერნეტკავშირით ყოველთვის და ყველგან .

      Ultimate Speed

      ზუსტი GPS

      ერთდროულად L1 და L5 სიხშირის გამოყენებით HUAWEI Mate 20 Pro ყოველთვის იოლად და ზუსტად განსაზღვრავს კოორდინატებს, მაშინაც კი თუ ცათამბჯენში ან ავტომაგისტრალის გზის გასაყარზე იმყოფებით.

      Precise GPS

      სრულყოფილი აკუმულატორი

      უფრო ხანგრძლივი, უსაფრთხო და სწრაფი

      მეტი შესაძლებლობები

      აკუმულატორი უზრუნველყოფს მუშაობის ხანგრძლივ დროს - რაც Mate სერიის სმარტფონების უცვლელი ნიშანია. 4 200 მა4სთ აკუმულატორის და ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე ენერგომოხმარების ოპტიმიზაციის საშუალებით აკუმულატორის მუხტი საკმარისი იქნება, როგორც სამუშაოს შესასრულებლად ისე თამაშებისთვის

      Massive Capacity
      0
      mAh

      სიმძლავრე და სანდოობა

      40W5 სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგია HUAWEI SuperCharge სერტიფიცირებულია TÜV -ის მიერ და შესაძლებელს ხდის HUAWEI Mate 20 Pro ტელეფონის დამუხტვას 70%-ით 30 წუთში სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად6.

      Leica სამმაგი კამერა

      გამოავლინეთ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი

      ახალი Leica სამმაგი კამერა

      ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი ახალი სამმაგი კამერა Leica შესაძლებელს ხდის ცხოვრების მთელი სილამაზის გადმოცემას.

      სხვადასხვა სცენარებისთვის შექმნილი 40MP ფართო კუთხური ლინზები აფიქსირებს უმცირეს დეტალებსაც კი, ყოველდღიური ფოტოების გადაღებისას, ხოლო 8მპ ობიექტივი Telephoto Lens იძლევა შორს მყოფ ობიექტებზე ფოკუსირების საშუალებას და ახალი 20 მპ Leica-ს ულტრაფართო კუთხური ლინზები შესანიშნავია ეფექტური პეიზაჟებისა და მაკრო ფოტოების გადასაღებად.

      გააფართოვეთ თქვენი ჰორიზონტი

      ნუ მისცემთ კამერას თქვენი ხედვის შეზღუდვის შესაძლებლობას. ფართოკუთხოვანი Leica ობიექტივის საშუალებით თქვენ შეძლებთ მაქსიმალურად ბევრი დეტალის აღბეჭდვას შეზღუდულ სივრცეშიც კი.

      კიდევ უფრო ახლოს

      აღბეჭდეთ დეტალები და სიურპრიზები რაც ადრე შეუძლებელი იყო. Leica-ს ულტრაფართო კუთხური ლინზები შესაძლებელს ხდის გადაღებას ძალიან ახლო მანძილიდან (2.5 სმ-მდე). აღმოაჩინეთ სამყარო ახალი გადმოსახედიდან.

      Get Closer

      გადაღება ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე

      ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებულ, გადაღების დახვეწის სისტემას შეუძლია ერთ ფოტოზე განსხვავებული ობიექტების და სცენების სეგმენტირება 1500-ზე მეტი სცენარისა და 25 კატეგორიის გამოცნობით. ფერები, სინათლე და კონტრასტის რეგულირება ავტომატურად და ზუსტად ხდება თითოეულ ფოტოზე.

      ღამის გადაღება

      ღამის რეჟიმში გამოიყენება გამოსახულების სტაბილიზაციის დახვეწილი ტექნოლოგია ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე. ის შესაძლებელს ხდის მკაფიო ფოტოების გადაღებას შტატივის გარეშე, დაბალი განათების პირობებშიც კი. ღამის რეჟიმი ასევე უზრუნველყოფს გამოსახულების დაბალანსებულ კონტრასტულობას, ამიტომ ნებისმიერ სიტუაციაში მიიღებთ მაღალი ხარისხის ფოტოებს.

      კინემატოგრაფია ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე

      გადაიღეთ რეჟისორის მსგავსად

      ბიომეტრული ტექნოლოგია

      ახალი შესაძლებლობები სრული კონფიდენციალურობისთვის

      სმარტფონის განბლოკვა სახის სამგანზომილებიანი ამოცნობის სისტემის საფუძველზე

      HUAWEI Mate 20 Pro -ს კამერა სიმკვეთრის სიღრმის სამგანზომილებიანი განსაზღვრის ფუნქციით ამოიცნობს 30 000-ზე მეტ წერტილს თქვენს სახეზე, რისი საშუალებითაც ტელეფონის განბლოკვას მხოლოდ ნახევარი წამი დასჭირდება. სახის ამოცნობის სისტემა ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს დაცულ აპლიკაციებთან და პირად მონაცემებთან უსაფრთხო წვდომისთვის.

      გააცოცხლეთ გარშემო არსებული ობიექტები9

      დაასკანერეთ თქვენს გარშემო არსებული ობიექტები კამერის საშუალებით, ხოლო ხელოვნური ინტელექტი მათ სამგანზომილებიან მოდელს შექმნის. თქვენ შეგიძლიათ არა მარტო ობიექტის მიღებული3D მოდელის ფოტოს გადაღება, არამედ მისი მოძრაობის ჩაწერაც. დატკბით რეალობის შევსების ფუნქციის შესაძლებლობებით!

      გამოავლინეთ საკუთარი თავი არაჩვეულებრივი მხრიდან

      გამოხატეთ საკუთარი ემოციები 3D Qmoji -ს საშუალებით. ან სცადეთ ვინმეს ფოტოს ანიმირება საკუთარი მიმიკის საშუალებით. გაუზიარეთ შედეგი მეგობრებს, ზოგჯერ სულ ცოტაა საჭირო იმისათვის, რომ დღე დაუვიწყარი გახდეს.

      უშუალოდ ეკრანში ინტეგრირებული თითის ანაბეჭდის სკანერი

      ერგონომიული დიზაინისა და წნევის დინამიური გაზომვის ტექნოლოგიის საშუალებით, საკმარისია ეკრანზე მხოლოდ შეხება და თქვენი სმარტფონი განიბლოკება.

      EMUI

      გააუმჯობესეთ ცხოვრების ხარისხი

      დაე ახალი ტექნოლოგიები თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდეს

      აღმოაჩინეთ სამყარო და ასახეთ დეტალები ახალ EMUI 9.0 -ში. ოპტიმიზებული ინტერფეისი, მართვის გამარტივებული ელემენტებით, უზრუნველყოფს სმარტფონის ეფექტურ და შეუფერხებელ მუშაობას.

      უსადენო პროექცირება

      დაივიწყეთ სადენები. HUAWEI Mate 20 Pro -ს დახმარებით შეგიძლიათ პრეზენტაციების, თამაშების და ვიდეოს პროეცირება ეკრანზე. პერსონალური კომპიუტერის რეჟიმში შეგიძლიათ შეტყობინებების გაგზავნა ან სატელეფონო ზარების მიღება, რომლებიც ეკრანზე არ გამოჩნდება და არ მოგიწევთ წუხილი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით10.

      აქსესუარები

      ხაზი გაუსვით თქვენს ინდივიდუალურობას

      აღმოაჩინეთ წყალქვეშა სამყაროს სილამაზე

      ახლა შეგიძლიათ ულამაზესი ფოტოების გადაღება წყალქვეშაც კი! HUAWEI Mate 20 Pro წყალგაუმტარ შალითაში და ჩართული წყალქვეშა გადაღების რეჟიმით შეგიძლიათ ჩაუშვათ წყალში 5 მ-ის სიღრმეზე .

      Discover the Aquatic Beauty

      შექმნილია თქვენთვის

      ხარისხიანი ქეისები განკუთვნილია ტელეფონით სარგებლობის სხვადასხვა სიტუაციებისთვის და პირობებისთვის. მათთან ერთად HUAWEI Mate 20 Pro ნამდვილად თქვენი საიმედო მეგობარი გახდება.

      1. რეიტინგი ემყარება სატესტო ჩაშვებას მტკნარ წყალში 1.5 მ სიღრმეზე 30 წუთით
      2. ყველა მონაცემი და სტანდარტული შედეგი დამყარებულია შიდა ტესტირებაზე. შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა გარემოში
      3. მონაცემები დამყარებულია თეორიულ გამოთვლებზე; ეფექტიანობა შეიძლება განსხვავდებოდეს ფფაქტობრივი გარემოს და მომხმარებლის ოპერატორის ქსელის მიხედვით. განსხვავებები გვხვდება მოდელების და სხვადასხვა ქვეყნებში გამოყენებული ვერსიების მიხედვით.
      4. ტიპური მაჩვენებელი, წარმოდგენილია „ჰუავეის“ ლაბორატორიაში ჩატარებული ტესტირების საფუძველზე. აკუმულატორის მუშაობის დრო დამოკიდებულია ტელეფონის ფაქტობრივ მოხმარებაზე
      5. მაქსიმალური მონაცემები. ხელმისაწვდომია მხოლოდ 40W HUAWEI SuperCharge სამუხტით და სადენით.
      6. მაჩვენებლები წარმოდგენილია "ჰუავეის" ლაბორატორიაში ჩატარებული ტესტირების საფუძველზე. ლაბორატორიული საცდელი გარემო: ტემპერატურა 25 °C, ფარდობითი ტენიანობა: 45%-დან 80% -მდე. HUAWEI 40W SuperCharge -ის, სამუხტის და სადენის გამოყენებით ტელეფონი დაიმუხტა 1%-დან 4G ქსელში მოცდის რეჟიმში.
      7. მაქსიმალური მონაცემები. ხელმისაწვდომია მხოლოდ 15W HUAWEI უსადენო სწრაფ სამუხტთან და სადენთან. იყიდება ცალკე
      8. ეხება ზოგიერთ მოწყობილობას რომელსაც აქვს უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა
      9. HOTA შემდგომი განახლება. ეს ფუნქცია გამოყენებულ უნდა იქნეს 3D Live Maker App აპლიკაციასთან, რომელიც ხელმსიაწვდომი იქნება Google Play Store -ში ნოემბრის ბოლოს.
      10. ფართოეკრანიან მოწყობილობებს სჭირდებათ Miracast -ის მხარდაჭერა ან უნდა იყენებდნენ Miracast ვიდეო-ადაპტერს.

      :