HUAWEI Mate 20

For a better user experience, please use the latest version of Internet Explorer or switch to another browser.

პოპულარული შედეგები

    შეთავაზებული შედეგები

      შეიყვანეთ დამატებითი საძიებო სიტყვები

      CO-ENGINEERED WITH

      კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
      უმაღლესი ინტელექტის სამყაროში

      დახვეწილი დიზაინი, მოწინავე ტექნოლოგიები და ხარისხიანი შესრულება - ეს ყველაფერი წარმოდგენილია სმარტფონში HUAWEI Mate 20. მისი ეკრანი ჩარჩოს გარეშე მკაფიოდ და კონტრასტულად გადმოსცემს გამოსახულებას, ხოლო მძლავრი პროცესორი იძლევა გაცილებით მეტ შესაძლებლობას მუშაობისა და გართობისთვის.

      საკულტო დიზაინი

      ესთეტიკისა და ინოვაციის შერწყმა

      აღბეჭდეთ მომენტი

      HUAWEI Mate 20 -ის სამმაგი კამერა Leica "ფლეშ" ნათებით სიმეტრიულად არის განლაგებული სმარტფონის კორპუსის უკანა პანელის შუა ნაწილში. ასეთი გადაწყვეტა განასხვავებს Mate სერიის მოწყობილობების ინდივიდუალურ დიზაინს. გახსენით ფანჯარა გარემომცველ სამყაროში HUAWEI Mate 20 კამერის ლინზების მეშვეობით.

      სრული ეკრანი (ჩარჩოს გარეშე), უსაზღვრო შესაძლებლობები

      გადაეშვით მკვეთრი ვიზუალური შეგრძნებების სამყაროში HUAWEI Mate 20 -ის სრული ეკრანის (ჩარჩოს გარეშე) საშუალებით, რომელსაც სმარტფონის წინა პანელი უკავია მთლიანად. შეიცანით სიახლეები ხარისხიანი და კონტრასტული გამოსახულებით.

      ბუნებით შთაგონებული დიზაინი

      ბუნების მდიდარი ფერების შთაგონებით HUAWEI Mate 20 ხელმისაწვდომია ოთხ განსხვავებულ ფერში. ბინდისფერი სმარტფონი გარდამავალი გრადიენტული მინით დაფარული უკანა პანელით, მომნუსხველ ოპტიკურ ეფექტს ქმნის. HUAWEI Mate 20 -ის მუქ ლურჯ მინის კორპუსს სპეციალური საფარი აქვს რის გამოც ტელეფონი ხელიდან არ გაგიცურდებათ და მასზე თითის ანაბეჭდები არ დარჩება.

      ბინდისფერი
      მუქი ლურჯი
      შავი
      A Symphony in Your Hand A Symphony in Your Hand
      A Symphony in Your Hand A Symphony in Your Hand

      სიმფონია თქვენს ხელში

      დახვეწილი და ერგონომიული მინის კორპუსის მქონე "სმარტფონი" კომფორტულად და საიმედოდ განთავსდება თქვენს ხელში.

      სიმფონია თქვენს ხელში

      დახვეწილი და ერგონომიული მინის კორპუსის მქონე "სმარტფონი" კომფორტულად და საიმედოდ განთავსდება თქვენს ხელში.

      წარმადობა

      მძლავრი პროცესორი ხელოვნური ინტელექტით

      7 ნმ პროცესორი ორმაგი ნეირომოდულით

      დარგის წამყვანი 7ნმ პროცესორი Kirin 980 უზრუნველყოფს წარმადობის პირდაპირ ამაღლებას ენერგიის შემცირებული მოხმარების პირობებში

      მოწინავე და მოქნილი CPU და GPU მრავალბირთვიანი არქიტექტურის დანერგვით, მოწყობილობის ოპერაციული სიჩქარე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ერთ-ერთი DUAL-NPU გთავაზობთ ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე გამოთვლას და სხვა ამოცანებზე ფოკუსირებას მასიური ეფექტიანობის შესაქმნელად და მომხმარებლის კმაყოფილების უზრუნველსაყოფად.

      ? %
      % CPU წარმადობის ამაღლება11
      ? %
      % CPU ენერგოეფექტიანობის ამაღლება11
      ? %
      % GPU წარმადობის ამაღლება11
      ? %
      % GPU ენერგოეფექტიანობის ამაღლება11

      ელემენტი

      ხანგრძლივი სამუშაო დრო ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის საფუძველზე

      შთამბეჭდავი პოტენციალი

      აკუმულატორის მუშაობის ხანგრძლივი დრო - Mate ტელეფონების უცვლელი ნიშანია. 4000 მა სთ აკუმულატორისა და ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე, ენერგომოხმარების ოპტიმიზაციის წყალობით, ენერგია საკმარისი იქნება როგორც სამუშაოს შესასრულებლად2 ისე გართობისთვის.

      0
      mAh
      Impressive Capacity

      მძლავრი და საიმედო

      სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგია HUAWEI SuperCharge სერტიფიცირებულია TÜV -ის მიერ და შესაძლებელს ხდის ტელეფონის დამუხტვას 58%-ით 30 წუთში სწრაფად,3 უსაფრთხოდ და კომფორტულად.

      Leica სამმაგი კამერა

      გამოავლინეთ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი

      ახალი Leica სამმაგი კამერა

      ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი ახალი სამმაგი კამერა Leica შესაძლებელს ხდის ცხოვრების მთელი სილამაზის გადმოცემას.

      კამერის ძირითადი ფერადი ობიექტივი 12 МП 12M Wide Angle Lens საშუალებას გაძლევთ ფოტოებზე აღბეჭდოთ უმცირესი დეტალები. 8მპ ობიექტივი Telephoto Lens იძლევა შორს მყოფი ობიექტების გადაღების საშუალებას ოპტიკური ზუმის მეშვეობით. ხოლო ახალი ულტრაფართო Leica 16 მპ ობიექტივის მეშვეობით შესაძლებელია ეფექტური პეიზაჟების და მაკრო ფოტოების გადაღება.

      წარმოსახვის ფართო ჰორიზონტი

      არ მისცეთ კამერას თქვენი ხედვის შეზღუდვის საშუალება. ფართოკუთხოვანი Leica ობიექტივით თქვენ შეგიძლიათ მაქსიმალურად ბევრი დეტალის აღბეჭდვა შეზღუდულ სივრცეშიც კი .

      კიდევ უფრო ახლოს

      აღბეჭდეთ დეტალები და სიურპრიზები რაც ადრე შეუძლებელი იყო. Leica-ს ულტრაფართო კუთხური ლინზები შესაძლებელს ხდის გადაღებას ძალიან ახლო მანძილიდან (2.5 სმ-მდე). აღმოაჩინეთ სამყარო ახალი გადმოსახედიდან.

      Get Closer

      გადაღება ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე

      ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებულ გადაღების დახვეწის სისტემას შეუძლია ერთ ფოტოზე განსხვავებული ობიექტების და სცენების სეგმენტირება 1500-ზე მეტი სცენარის და 25 კატეგორიის გამოცნობით. ფერები, სინათლე და კონტრასტის რეგულირება ავტომატურად და ზუსტად ხდება თითოეულ ფოტოზე.

      აღბეჭდეთ ღამის პეიზაჟები

      HUAWEI Mate 20 -ის ღამის რეჟიმში გამოიყენება გამოსახულების სტაბილიზაციის დახვეწილი ტექნოლოგია ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე. ის შესაძლებელს ხდის მკაფიო ფოტოების გადაღებას შტატივის გარეშე, დაბალი განათების პირობებშიც კი. ღამის რეჟიმი ასევე უზრუნველყოფს გამოსახულების დაბალანსებულ კონტრასტულობას, ამიტომ ნებისმიერ სიტუაციაში მიიღებთ მაღალი ხარისხის ფოტოებს.

      კინემატოგრაფია ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე

      გადაიღეთ რეჟისორის მსგავსად

      EMUI

      გააუმჯობესეთ ცხოვრების ხარისხი

      დაე ახალი ტექნოლოგიები თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდეს

      აღმოაჩინეთ სამყარო HUAWEI Mate 20 -თან და ახალ EMUI 9.0 -თან ერთად. ოპტიმიზებული ინტერფეისი მართვის გამარტივებული ელემენტებით უზრუნველყოფს სმარტფონის ეფექტურ და შეუფერხებელ მუშაობას.

      უსადენო პროექცირება

      დაივიწყეთ სადენები. HUAWEI Mate 20 -ის დახმარებით შეგიძლიათ პრეზენტაციების, თამაშების და ვიდეოს4 პროეცირება ეკრანზე. პერსონალური კომპიუტერის რეჟიმში შეგიძლიათ შეტყობინებების გაგზავნა ან სატელეფონო ზარების მიღება, რომლებიც ეკრანზე არ გამოჩნდება და არ მოგიწევთ წუხილი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით.

      აქსესუარები

      ხაზი გაუსვით თქვენს ინდივიდუალურობას

      შექმნილია თქვენთვის

      ხარისხიანი ქეისები განკუთვნილია ტელეფონით სარგებლობის სხვადასხვა სიტუაციებისთვის და პირობებისთვის. მათთან ერთად HUAWEI Mate 20 ნამდვილად თქვენი საიმედო მეგობარი გახდება.

      1. ყველა მონაცემი და სტანდარტული შედეგი დამყარებულია შიდა ტესტირებაზე. შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა გარემოში
      2. ტიპური მაჩვენებელი, წარმოდგენილია „ჰუავეის“ ლაბორატორიაში ჩატარებული ტესტირების საფუძველზე. აკუმულატორის მუშაობის დრო დამოკიდებულია ტელეფონის ფაქტობრივ მოხმარებაზე
      3. მაჩვენებლები წარმოდგენილია "ჰუავეის" ლაბორატორიაში ჩატარებული ტესტირების საფუძველზე. ლაბორატორიული საცდელი გარემო: ტემპერატურა 25 °C, ფარდობითი ტენიანობა: 45%-დან 80% -მდე. HUAWEI SuperCharge -ის, სამუხტის და სადენის გამოყენებით ტელეფონი დაიმუხტა 1%-დან 4G ქსელში მოცდის რეჟიმში.
      4. ფართოეკრანიან მოწყობილობებს სჭირდებათ Miracast -ის მხარდაჭერა,ან უნდა იყენებდნენ Miracast ვიდეო-ადაპტერს.

      :