Bluetooth ზარის ფუნქცია, რომლითაც აღჭურვილია თქვენი ჭკვიანი საათი, გაძლევთ საშუალებას იყოთ მუდმივად ხაზზე, თუნდაც აქტიური ვარჯიშის დროს, როცა ხელები დაკავებული გაქვთ. თქვენი ჭკვიანი საათი საშუალებას გაძლევთ იყოთ მუდმივად ხელმისაწვდომი თქვენი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის.1
ლამაზი დიზაინი და ძლიერი მეხსიერება. HUAWEI WATCH GT 2 ინახავს 500-ზე მეტ სიმღერას, ამასთან ის მარტი3 ად უკავშირდება თქვენს ყურსასმენებს და გაძლევთ შესაძლებლობას ისიამოვნოთ საყვარელი მუსიკის მოსმენით ნებისმიერ სიტუაციაში, თუნდაც სირბილის ან ინტენსიური ვარჯიშის დროს.
ძილის კონტროლის საუკეთესო ფუქნცია
HUAWEI TruSleep™ 2.0 - ძილის კონტროლის ფუნქციით HUAWEI WATCH GT 2 შეისწავლის და ადგენს ძილის 6 ძირითად მდგომარეობას, რომლის შესაბამისადაც გთავაზობთ დასვენების საუკეთესო გზას. ძილის დროს, ის აფასებს თქვენს გულისცემას, აანალიზებს სუნთქვის სიხშირეს და საბოლოოდ გთავაზობთ თქვენი ძილის ხარისხობრივ შედეგებს.
განსაზღვრეთ სტრესის დონე
სტრესის ყოველდღიური მონიტორინგის ფუნქციას, HUAWEI TruRelax™ ტექნოლოგია უზრუნველყოფს.
სუნთქვითი ვარჯიშები ერთდროულად ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს თქვენს მდგომარეობას.
მონაცემები ყოველდღიური აქტივობის შესახებ
განსაზღვრეთ თქვენი ყოველდღიური პროგრესი, თუნდაც დაითვალეთ თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების რაოდენობა, დამწვარი კალორიების რაოდენობა ან/და განსაზღვრეთ საშუალო და მაღალი ინტენსივობის მქონე აქტივობების პერიოდულობა.
შენი ყოველდღიური პარტნიორი
თქვენი ჭკვიანის საათი შესაძლებლობების ახალ დონეს გთავაზობთ.მაგალითად როგორიც არის მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ელექტრონული წერილები, შეტყობინებები სოციალური მედია აპლიკაციებიდან. ამასთან თქვენ შეგიძლიათ ისეთი ფუნქციებით სარგებლობა როგორიც არის მაღვიძარა, წამზომი, ღამისგანათება, ტელეფონის მოძებნის ფუნქცია და სხვა.