Huawei არის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) ინფრასტრუქტურისა და ჭკვიანი მოწყობილობების წამყვანი გლობალური პროვაიდერი. ინტეგრირებული გადაწყვეტილებებით ოთხ ძირითად სფეროში - სატელეკომუნიკაციო ქსელები, IT, ჭკვიანი მოწყობილობები და ღრუბლის სერვისები - ჩვენი მიზანია ციფრული სერვისი მივიტანოთ ყველა ადამიანთან, სახლთან თუ ორგანიზაციასთან სრულად დაკავშირებული, ინტელექტუალური სამყაროსთვის.


HUAWEI-ს სამომხმარებლო ბიზნეს ჯგუფი არის HUAWEI-ს სამი ბიზნეს ჯგუფიდან ერთ-ერთი, რომელიც არის ლიდერი ხელოვნური ინტელექტის სამყაროში და აერთიანებს სმარტფონებს, პერსონალურ კომპიუტერებს, პლანშეტებს, პორტატულ და სმარტ მოწყობილობებს, ფართო მოხმარების მობილურ მოწყობილობებს და საოჯახო მოწყობილობებს. HUAWEI_ს სამომხმარებლო ბიზნეს ჯგუფი, მომხმარებლებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სთავაზობს უახლეს ტექნოლოგიებს, რათა უფრო მეტ ადამიანს მიუწვდებოდეს ხელი სიახლეებზე, მაქსიმალურ კომფორტთან ერთად. შემოგვიერთდით და აქციეთ ოცნებები რეალობად.


ს დეველოპერთა კონფერენციაზე, კომპანიამ ძირითადად სამომავლო სიახლეები წარადგინა - HarmonyOS 2.0-ის, EMUI11-ის, HMS-ის, HUAWEI Hilink-ისა და HUAWEI-ს კვლევების შესახებ. სამომავლოდ კომპანია დეველოპერებისა და პარტნიორების სისტემის გაძლიერებას გეგმავს.

2020 წლის Fortuna 500-ის სიაში HUAWEI-მ 49-ე ადგილი დაიკავა, რაც 12 საფეხურით უსწრებს 2019 წლის მონაცემებს.
კომპანია HUAWEI-მ, BrandZ-ის მსოფლიო მნიშვნელობის ტოპ 100 კომპანიას შორის 45-ე ადგილი დაიკავა, გასულ წელთან შედარებით 2 ადგილით უფრო მაღლა. უკვე 5 წელია რაც, HUAWEI BrandZ-ის ტოპ 50-ეულში ხვდება, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდი.
კომპანია HUAWEI-მ P40 სერიის სმარტფონები საზოგადოებას 2020 წლის მარტში წარუდგინა. ოთხმხრივად მომრგვალებულკიდეებიანი, დახვეწილი დიზაინის მქონე ფლაგმანური სერიის სმარტფონები აღჭურვილია ინოვაციური ფოტო/ვიდეო გადაღების შესაძლებლობით.

თებერვალში HUAWEI-მ რევოლუციური დასაკეცი სმარტფონის, Mate X-ის ახალი თაობა - HUAWEI Mate Xs-ი წარადგინა. HUAWEI-ს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი HUAWEI Mate Xs-ი HUAWEI-ს უამღლესო კლასის მოწყობილობაა, რომელიც 5G ტექნოლოგიის მქონე Kirin 990 -ზე მუშაობს და უზრუნველყოფს გაძლიერებული მუშაობის შესაძლებლობას, სმარტფონებსა და ტაბლეტებს შორის უწყვეტი კავშირის შესაძლებლობასთან ერთად.

Brand Finance-მა 2020 წლის ყველაზე ღირებულ 500 ბრენდს შორის, HUAWEI, პირველად ისტორიაში ტოპ ათეულში დაასახელა, 2 საფეხურით წინ, გასული წლის მონაცემთან შედარებით.
სექტემბერი: კომპანია HUAWEI-მ სექტემბერში წარადგინა ინოვაციური HUAWEI Mate 30 სერია, წარდგენა გერმანიაში გაიმართა. 5G ტექნოლოგიის მქონე Kirin 990 პროცესორით, რევოლუციური ოთხმაგი კამერათა სისტემით, უნიკალური HUAWEI-ს ჰორიზონტალური OLED ეკრანით, HUAWEI Mate 30 სერია აწესებს დახვეწილობისა და საუკეთესოდ მუშაობის ახალ სტანდარტებს სმარტფონთა ინდუსტრიაში.

კომპანია HUAWEI-მ სექტემბერში ასევე წარადგინა ფლაგმანური Kirin 990 სერია: Kirin 990 და მისი 5G ტექნოლოგიის მქონე ვერსია. ახალი ფლაგმანური პროცესორი სერია კომპანიამ IFA-ზე წარადგინა. Kirin 990 (5G) პირველი 5G ტექნოლოგიის მქონე პროცესორია მსოფლიოში, რომელიც მომხმარებელს უწყვეტი და უსწრაფესი კავშირის შესაძლებლობას სთავაზობს.

HUAWEI- ს დეველოპერთა კონფერენციაზე HUAWEI-მ საკუთარი წარმოების, მიკროკერნელის ბაზაზე შექმნილი ოპერაციული სისტემა - HarmonyOS წარადგინა, რომელიც უზრუნველყოფს მოწყობილობებს შორის შეუფერხებელ კავშირს ნებისმიერ დროს. HarmonyOS არის კომპაქტური და მძლავრი ოპერაციული სისტემა და ის პირველ რიგში გამოყენებული იქნება სმარტ მოწყობილობებში, როგორიც არის მაგალითად სმარტ ეკრანი. ამ უახლესი წამოწყებით HUAWEI-ს სურს შექმნას სმარტფონებს შორის ინტეგრირებული და ხელმისაწვდომი ეკოსისტემა, და მომხმარებელს შესთავაზოს მოწყობილობებს შორის ნიბისმიერი ინტერაქციის უფრო სწრაფად და მოქნილად წარმართვის შესაძლებლობა

HUAWEI-მ შვეიცარიული დებიუტის შემდეგ, მსოფლიოში პირველი 5G სმარტფონი, HUAWEI Mate 20 X (5G) ჩინეთში წარადგინა HUAWEI Mate 20 X (5G) მხოლოდ კომერციულად ხელმისაწვდომი მოდელია, რომელიც იყენებს ორმაგ პროცესორულ კონფიგურაციას HUAWEI-ს უახლეს, 5G ტექნოლოგიის მქონე, მულტიფუნქციურ პროცესორთან ერთად. 7 ნანომეტრიანი Balong 5000 და Kirin 980 უზრუნველყოფენ როგორც SA ისე NSA 5G ქსელურ კავშირს. HUAWEI Mate 20 X -ს (5G) მიღებული აქვს ჩინეთის 5G ქსელთან კავშირის ლიცენზია.

სამოცდამეერთე ადგილი Fortuna 500-ის სიაში. წლევანდელი მონაცემები 11 საფეხურით უსწრებს წინა წლის მონაცემებს და 68-ით უსწრებს 2017 წლის მონაცემებს.
მსოფლიოს 100 მნიშვნელოვან ბრენდებს შორის HUAWEI-მ 47 ადგილი დაიკავა (წინა წელთან შედარებით ერთი ადგილით უფრო ზემოთ), ბრენდულობის 8%-იანი ზრდით. უკვე ბოლო 4 წელია კომპანია HUAWEI საუკეთესო ბრენდების 50-ეულშია.
HUAWEI ცვლის წესებს ფოტოგრაფიაში, ინოვაციური HUAWEI P30 სერიით, რომელიც აღჭურვილია სუპერსპექტრული და SuperZoom ლინზებით (5X ოპტიკური ზუმი, 10X ჰიბრიდული ზუმი და 50X ციფრული ზუმი); HUAWEI-ს ახალი TOF (Time of Flight) კამერით, უახლესი ოპტიკური და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ფოტოს სტაბილიზაციის ტექნოლოგიით HUAWEI P30 და HUAWEI P30 Pro გაძლევთ შესაძლებლობას გადაიღოთ გასაოცარი ფოტოები და ვიდეოები ნებისმიერ სიტუაციაში.
მსოფლიო მობილურ კონგრესზე, MWC 2019-ზე HUAWEI-მ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი, 5G მხარდაჭერის მქონე, დასაკეცი სმარტფონი Mate X წარადგინა. HUAWEI Mate X, GSMA-ზე დასახელდა, როგორც მსოფლიო მობიურ კონგრესზე წარდგენილ ტექნოლოგიებს შორის საუკეთესო მობილური მოწყობილობა. HUAWEI Mate X აღჭურვილია დასაკეცი, ფართო ხედვის ეკრანით; მსოფლიოში ყველაზე სწრაფი, 7 ნანომეტრიანი მულტიფუნქციური მოდემითა და ჩიფსეტით (Kirin 980 + Balong 5000), HUAWEI Mate X-ის 4,500 mAh-იანი ელემენტი, 55W-იანი უსწრაფესი დამუხტვის ტექნოლოგიით, მომხმარებლებს სმარტფონის ხანგრძლივ მანძილზე გამოყენების შესაძლებლობას სთავაზობს.
Huawei-მ წარმოადგინა HUAWEI Mate 20-ის სერიები, რომლებსაც უზრუნველყოფს Kirin 980, Huawei-ის ყველაზე კომპაქტური და მაღალი საექსპლოატაციო სისტემა ჩიპზე (SoC). ეს ფლაგმანი სერია მოიცავს ოთხ მოწყობილობას: HUAWEI Mate 20, HUAWEI Mate 20 Pro, HUAWEI Mate 20 X და პორშეს დიზაინის HUAWEI Mate 20 RS. The HUAWEI Mate 20 სერიების Matrix Camera System შეიცავს Leica-ის ულტრა ფართოკუთხოვან ობიექტივს, რომლის საშუალებით მომხმარებლები არა მხოლოდ უფრო ფართოდ არამედ უფრო ახლოსაც ხედავენ ახალი მაკრო დისტანციური შესაძლებლობებით.
წამყვანი ბრენდ-კონსულტანტის, Interbrand-ის მიერ გამოცემულ ჩამონათვალში - „2018 წლის საუკეთესო გლობალური ბრენდები“, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდებს შორის Huawei 68-ე ადგილზე დასახელდა. Huawei-მ ორი ნაბიჯით მაღლა აიწია 2017 წლის შემდეგ, მისი ბრენდის ღირებულება გაიზარდა 14%-ით და შეადგინა 7,6 მილიარდი აშშ დოლარი.
Huawei-მ წარმოადგინა Kirin 980, მსოფლიოში პირველი, 7 ნმ-ის მქონე პროცესის მობილური ტელეფონის SoC ჩიპსეტი.
IDC-ის მონაცემებით, 2018 წლის მეორე კვარტალში Huawei სმარტფონების გლობალური საბაზრო წილის მიხედვით მე-2 ადგილზე გავიდა.
Huawei ერთადერთი ჩინური კომპანიაა, რომელიც Forbes-ის მიერ შედგენილ 2018 წლის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგში არის წარმოდგენილი 8,4 მილიარდი დოლარის ბრენდის ღირებულებით.
Huawei-მ წარმოადგინა HUAWEI P20-ის სერიების სმარტფონები და პორშეს დიზაინის HUAWEI Mate RS. HUAWEI P20 Pro-მ მიიღო 109 ქულა DxOMark-იდან, რაც დღემდე ყველაზე მაღალი შეფასებაა.
Huawei-მ წარმოადგინა HUAWEI MateBook X Pro, HUAWEI MediaPad M5-ის სერიები
Huawei-მ დააანონსა HUAWEI Mate 10-ის სერიები, რაც კარს გაუხსნის ახალ AI მობილურ აპლიკაციებს, რომელიც წარმოადგენს ინოვაციური აპარატურის, Kirin 970-ის ჩიპსეტის და EMUI 8.0 ერთობლიობას.
Interbrand-მა გამოაქვეყნა 2017 წლის გლობალური ბრენდების ანგარიში და დაადასტურა Huawei-ის დაწინაურება 70-ე ადგილზე. ბრენდი, რომლის ღირებულებაა 6 676 მილიარდი აშშ დოლარი, გასულ წელს 14%-ით გაიზარდა.
IFA 2017-ზე Huawei-მ წარმოადგინა Kirin 970. IFA 2017-ზე Android Authority-ის მიერ Kirin 970 დასახელდა საუკეთესო პროდუქტად.
გამოსახულებისა და ხმის ევროპული ასოციაციის მიერ HUAWEI P10-ს ეწოდა „EISA სმარტფონის კამერა 2017-2018“, ხოლო WATCH 2 გახდა - „EISA პორტატული მოწყობილობა 2017-2018“.
2017 წელს Huawei-ის H1 სმარტფონების რეალიზაცია გაიზარდა 73,01 მილიონამდე, წლიური 20,6%-იანი ზრდით.
Huawei-მ 49-ე ადგილი დაიკავა Brand Z-ის 2017 წლის 100 ყველაზე ძვირადღირებულ გლობალურ ბრენდს შორის.
Forbes-მა 2017 წლის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების სია გამოაქვეყნა. HUAWEI-მ 88-ე ადგილი დაიკავა 7,3 მილიარდი დოლარის ბრენდის ღირებულებით და სიაში ერთადერთი ჩინური კომპანია იყო.
Huawei-მ წარმოადგინა მეორე გამოშვების ჭკვიანი საათი, HUAWEI WATCH 2 და პორშეს დიზაინის HUAWEI-ის ჭკვიანი საათი.
Huawei-მ გამოუშვა HUAWEI P10 და HUAWEI P10 Plus. სმარტფონები ხასიათდება მიმზიდველი ფერებით და დახვეწილი დეტალებით და შემოაქვთ ახალი, Leica-ის წინა და უკანა კამერები.
მიუნხენში, გერმანიაში Huawei-მ წარმოადგინა HUAWEI Mate 9 და პორშეს დიზაინის HUAWEI Mate 9.
Huawei წარმოდგენილი იყო Interbrand-ის 2016 წლის 100 საუკეთესო გლობალური ბრენდის ჩამონათვალში, გადაინაცვლა 16 პუნქტით წინ, 72-ე ადგილზე იყო რეიტინგში და ლიდერებს შორის იყო ტექნოლოგიის კატეგორიაში.
Huawei-მ და Leica-მ დააანონსეს Max Berek Innovation Lab-ის გახსნა, რაც ხელს შეუწყობს ოპტიკური სისტემების, VR-ის, AR-ისა და პროგრამული ტექნოლოგიების შემდგომ კვლევასა და განვითარებას.
Huawei-მ გამოუშვა HUAWEI Nova, HUAWEI MediaPad M3 და HUAWEI P9 წითელ და ლურჯ ფერებში.
Huawei-მ ჩამოაყალიბა Huawei HiLink-ის ჭკვიანი სახლის ეკოსისტემა. ასევე გამოშვებული იქნა Huawei HiLink ჭკვიანი სახლის გადაწყვეტილებები, ჭკვიანი სახლის აპი და სხვადასხვა პარტნიორების ჭკვიანი პროდუქტები.
HUAWEI P9-მ EISA Awards-ზე გაიმარჯვა ნომინაციაში „ევროპული სამომხმარებლო სმარტფონი 2016-17“ (გამოსახულებისა და ხმის ევროპული ასოციაცია).
Huawei-მ საფრანგეთში დააარსა მათემატიკური და ალგორითმული მეცნიერებების ლაბორატორია, Huawei-ის შესაძლებლობების ფუნდამენტურ მეცნიერებებში, განსაკუთრებით კი ალგორითმში გაძლიერების მიზნით.
ლონდონში, გაერთიანებულ სამეფოში Huawei-მ გამოუშვა პირველი ორმაგი Leica ობიექტივიანი სმარტფონის სერიები-HUAWEI P9 და ამით ახალი სტანდარტი შექმნა სმარტფონის ფოტოგრაფიაში.
Huawei-მ ლიონელ მესი დაასახელა თავის ბრენდ ამბასადორად.
Huawei-მ 2016 წლის MWC-ზე გამოუშვა HUAWEI MateBook. იმავდროულად HUAWEI MateBook-მა მიიღო 15 ჯილდო.
Huawei-მ საერთაშორისო ლუქს კლასის ბრენდთან, სვაროვსკისთან ერთად CES-ზე წარმოადგინა ქალბატონებისთვის განკუთვნილი პირველი Android Wear™ HUAWEI WATCH Jewel და Elegant
Huawei-მ გამოუშვა ფლაგმანი HUAWEI Mate 8 და იმავე დღეს წარმოადგინა HUAWEI Watch-ის ჩინური ვერსია.
Huawei-მ გამოუშვა HiSilicon Kirin 950-ის ჩიპსეტი. ეს არის ბაზარზე პირველი კომერციული 16FF+ მობილური SoC და პირველი ქმნილება, რომელსაც აქვს ოთხბირთვიანი Cortex-A72 2.3GHz-ისა და 1.8GHz სიხშირის ოთხბირთვიანი Cortex-A53-ის big.LITTLE არქიტექტურა.
Huawei-მ 88-ე ადგილზე გადაინაცვლა Interbrand-ის 2015 წლის გლობალური ბრენდების საუკეთესო 100-ეულში.
სან-ფრანცისკოში გამართულ პრეზენტაციაზე Google-მა წარმოადგინა Nexus 6P, Huawei-ისა და Google-ის მიერ შექმნილი ახალი პროდუქტი. მას ეწოდა “Android-ის სმარტფონი, რომელიც Apple-ის ფანებს უბიძგებს ცდუნებისკენ”.
ბერლინში, გერმანიაში, IFA-ზე Huawei-მ გამოუშვა ახალი ფლაგმანი სმარტფონი Mate S ინოვაციური Force Touch ტექნოლოგიით. იმავდროულად გამოშვებული იქნა Huawei Watch.
Huawei P8-მ EISA-ისგან მიიღო ჯილდო ნომინაციაში “ევროპული სამომხმარებლო სმარტფონი 2015 – 2016”.
Huawei შევიდა Brand Z-ის 100 ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის ჩამონათვალში და ტექნიკურ ბრენდებს შორის მოხვდა მე-16 ადგილზე. Brand Z-ის მიხედვით, Huawei-ის ბრენდის ღირებულებამ 2015 წელს შეადგინა 15 335 მილიარდი აშშ დოლარი.
Huawei-მ გამოუშვა წლიური ფლაგმანი სმარტფონი P8 და P8max 6,8 დუიმიანი ეკრანით.
Huawei-მ გახსნა პარიზის ესთეტიკური ცენტრი, რომელიც დაკომპლექტებულია ფუფუნების დიზაინის, მოდის, საავტომობილო, 3D-ის, ციფრულ და ბრენდის სტრატეგიებში სპეციალიზებული 10 დიზაინერისგან.
Huawei-მ გამოუშვა Huawei Watch, TalkBand B2 და TalkBand N1, შემდეგი თაობის ფაბლეტი, MediaPad X2 და ბრენდის ხედვა, “ოცნება შთააგონებს შემოქმედებას”.
ბერლინში, გერმანიაში Huawei-მ წარმოადგინა რამდენიმე ფლაგმანი სმარტფონი, მათ შორის Ascend Mate7, Ascend G7, Ascend P7 Sapphire Edition და EMUI 3.0.
Ascend P7-მ EISA-სგან მიიღო ჯილდო ნომინაციაში „ევროპული სამომხმარებლო სმარტფონი 2014 – 2015“.
Huawei-მ გამოუშვა Kirin 920, სფეროს მოწინავე, რვაბირთვიანი ჩიპსეტი.
Huawei-მ წარმოადგინა 4G LTE Ascend P7, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თხელი სმარტფონი (6,5 მმ).
Huawei-მ შემოიტანა 7 დუიმიანი 4G LTE-ით აღჭურვილი MediaPad X1, Ascend G6 4G სმარტფონი და მსოფლიოში პირველი LTE Cat6 Mobile WiFi, ე.წ. Huawei E5786.
ამერიკაში, სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე Huawei-მ გამოუშვა პირველი LTE-ით აღჭურვილი Huawei Ascend Mate2 4G, მაღალი კლასის ფლაგმანი სმარტფონი 150 მბ/წმ სიჩქარით.
Huawei-მ ჩინეთში წარადგინა Huawei-ის შვილობილი დამოუკიდებელი ბრენდი Honor და წარმოადგინა Honor 3C, 3X და E5730.
ლონდონში Huawei-მ გამოუშვა ახალი თაობის, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თხელი სმარტფონი Huawei Ascend P6.
ესპანეთში, მობილური სამყაროს კონგრესზე Huawei-მ დააანონსა ახალი გლობალური სამომხმარებლო ბრენდის კამპანია, სახელწოდებით „გახადე ეს შესაძლებელი“.
ესპანეთში, მობილური სამყაროს კონგრესზე Huawei-მ წარადგინა მსოფლიოში პირველი და ერთადერთი LTE Cat4 Ascend P2 სმარტფონი.
ამერიკაში, CES-ზე Huawei-მ წარმოადგინა მსოფლიოში ყველაზე ფართო ეკრანიანი, 6,1-დუმიანი Huawei Ascend Mate და Huawei-ის პირველი Windows Phone 8 სმარტფონი, Ascend W1.
ამერიკაში, სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე Huawei-მ გამოუშვა Huawei Ascend D2, მაღალი კლასის ფლაგმანი სმარტფონი, აღჭურვილი 5-დუიმიანი HD 443 PPI Super Retina ეკრანით.
IDC-ის მონაცემებით, Huawei იყო მსოფლიოში სმარტფონების მესამე უმსხვილესი მწარმოებელი მეოთხე კვარტალში.
ესპანეთში, მობილური სამყაროს კონგრესზე Huawei-მ გამოუშვა Huawei Ascend D1 quad, მსოფლიოში უსწრაფესი ოთხბირთვიანი სმარტფონი.
ამერიკაში, CES-ზე Huawei-მ წარადგინა ახალი Huawei P სერიის მოდური სმარტფონები და გამოუშვა Huawei Ascend P1 S(6,68მმ), რომელიც მსოფლიოში ყველაზე თხელი სმარტფონი იყო.
Huawei-მ დაიწყო ღრუბლოვანი სერვისი და წარადგინა მსოფლიოში პირველი, ღრუბლით აღჭურვილი სმარტფონი, Huawei Vision.
Huawei-მ ჩინეთში ერთ მილიონზე მეტი C8500 სმარტფონი გაყიდა ოფიციალური გამოშვებიდან 100 დღეში.
გერმანიაში IFA-ზე Huawei-მ გამოუშვა პირველი IDEOS სმარტფონი Google-ის Android 2.2 ოპერატიული სისტემით.
Huawei-ის მობილური მაღალგამტარიანი პროდუქციის რეალიზაციის მთლიანმა მაჩვენებელმა 100 მილიონ ერთეულს მიაღწია.
ესპანეთში, მობილური სამყაროს კონგრესზე Huawei-მ დაიწყო მისი პირველი Android-ის სმარტფონების გამოშვება და დააანონსა T-Mobile-თან თანამშრომლობა.
Asia Mobile Awards-ზე Huawei-ის E180 დასახელებული იქნა „საუკეთესო მობილურ მაღალგამტარიან პროდუქტად“.
Huawei achieved global recognition for its mobile WiFi design, receiving the Red Dot Design Award for the E270, and the IF Product Design Award for the E172.
სინგაპურში Huawei-მ გამოუშვა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი და კომპაქტური HSDPA USB მოდემი, E220.
Huawei-ის პირველი 3G მობილური ტელეფონი, U626 დაჯილდოვდა Charlton Media Group-ის მიერ ნომინაციაში „საუკეთესო 3G სმარტფონი“.
3GSM კონფერენციაზე, კანში, საფრანგეთში Huawei-მ წარადგინა ჩინეთში პირველი WCDMA მობილური ტელეფონი.
Huawei-მ დააარსა ყურსასმენის განყოფილება.