პირველი HUAWEI ნოუთბუკი FullView (სრული ხედვის) ეკრანით. ეკრანის კორპუსთან ფარდობის კოეფიციენტი - 91% პრაქტიკულად ქმნის ჩარჩოს არარსებობის შეგრძნებას. რევოლუციური გადაწყვეტა, რომელიც შესაძლებელს ხდის დიდი ეკრანის განთავსებას შედარებით მცირე კორპუსში.
4MM
HUAWEI MateBook X Pro აღჭურვილია 3K LTPS ეკრანით რომელიც ხასიათდება 3000 x 2000 რეზოლუციით, 1 500:1 კონტრასტულობის კოეფიციენტით და 260 PPI -თ. დატკბით მაღალი რეზოლუციის გამოსახულებით. ასევე შეგიძლიათ Blu-ray ვიდეოების ნახვა.
HUAWEI MateBook X Pro-ს სენსორული ეკრანი შექმნილია ნაკაწრებისადმი მდგრადი, ულტრა-თხელი Corning Gorilla მინის საფარისგან რომელზეც არ რჩება თითის ანაბეჭდები. 10-წერტილიანი შეხების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ნოუთბუკის მომენტალურ რეაგირებას, ზუსტ ნავიგაციასა და მარტივ მართვას თითის შეხებით.
პროფესიული და პორტატული ნოუთბუკი HUAWEI MateBook X Pro 14,6მმ სისქით და 1,33 კგ მასით ისეთი მსუბუქი და თხელია რომ ადვილად შეგიძლიათ მისი ყველგან ტარება - სამსახურში, პიკნიკზე ან წვეულებაზე.
გარეგნულად დახვეწილი და შიგნიდან მძლავრი ნოუთბუკია. მე-8 თაობის Intel® Core™ i7 8550U/i5 8250U პროცესორი* ამაღლებს ეფექტიანობას 40%-ით მის წინამორბედთან შედარებით **. გაცილებით სწრაფად უფრო მეტის გაკეთება შეგიძლიათ ამ მოწყობილობით. შემოქმედებითი პოტენციალი და ეფექტიანობა შეუზღუდავია.
* სხვადასხვა კონფიგურაციებს განსხვავებული პროცესორები აქვს
** ეფექტიანობის ტესტებში გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფა და დატვირთვა შესაძლოა ოპტიმიზებული იყოს მხოლოდ ეფექტიანობის მიზნებისთვის მხოლოდ Intel® მიკროპროცესორზე. ეფექტიანობის ტესტები როგორებიცაა SYSmark* და MobileMark* ფასდება სპეციფიკური კომპიუტერული სისტემების, კომპონენტების, პროგრამული უზრუნველყოფის, ოპერაციებისა და ფუნქციების გამოყენებით. ნებისმიერი აღნიშნული ფაქტორის ნებისმიერმა ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს შედეგების ცვლილება. თქვენ უნდა გაეცნოთ სხვა ინფორმაციას ეფექტიანობის ტესტირების შესახებ, რაც დაგეხმარებათ სასურველი შესაძენი პროდუქტის სრულ შეფასებაში მისი ეფექტიანობის შეფასების ჩათვლით სხვა პროდუქტებთან შედარებისას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. http://www.intel.com/benchmarks .
გრაფიკული ბარათი NVIDIA® GeForce® MX150 2 გბ GDDR5* მეხსიერებით უზრუნველყოფს გამოსახულების დამუშავების მაღალ სიჩქარეს, ვიდეოს რეაქტირების სიმარტივეს და თამაშების სტაბილურ გამოყენებას. ნუ შეზღუდავთ თქვენს წარმოსახვას!
*დაუვიწყარი სათამაშო გამოცდილება
როდესაც HUAWEI MateBook X Pro სრულად არის დამუხტული შესაძლებელია მისი გამოყენება 12 საათის განმავლობაში სამუშაოდ და გართობისთვის. ენერგიის დაზოგვის გონივრული ტექნოლოგია აჩერებს გამოუყენებელ აპლიკაციებს და ენერგიის მოხმარების ეფექტიანობას ამაღლებს 15 პროცენტით წინა თაობასთან შედარებით.
*მონაცემები დამუხტვის შესახებ მიღებულია Huawei-ს ლაბორატორიაში. ბატარეის ფაქტიური მუშაობის დრო დამოკიდებულია მოწყობილობის გამოყენებაზე.
ოთხი დინამიკის და სიხშირის გაყოფილი პარამეტრების ერთობლიობა, Huawei-ს and Dolby- ს შესანიშნავი დიზაინი უზრუნველყოფს დიდებულ ხმოვანებას მკაფიო ბანით და მაღალი სიხშირის ბგერებით. აუდიო სისტემა Dolby Atmos® ამცირებს დამახინჯებას და გადმოსცემს მდიდარ და მოცულობით ხმას.
ოთხ მიკროფონს შეუძლია ხმის ზუსტად დაფიქსირება ოთხი მეტრის მანძილზე *. HUAWEI MateBook X Pro-ს ასევე აქვს ხმის დისტანციური მართვის მხარდაჭერა და თარგმნის ფუნქცია Microsoft-ისგან რამდენიმე მომხმარებლისთვის.
*მონაცემები მიღებულია HUAWEI-ს საკუთარ ლაბორატორიაში ჩატარებული ცდების საფუძველზე. ცდა ტარდებოდა განსაზღვრულ პირობებში. ფაქტიური მონაცემები შეიძლება განსხვავებული იყოს.
HUAWEI MateBook X Pro'-ს კამერა დამალულია კლავიატურაში და ჩნდება, მხოლოდ მაშინ, როდესაც გჭირდებათ.
HUAWEI MateBook X Pro -ში დაყენებულია "თაჩფედი" გაზრდილი სამუშაო ზედაპირით. ოპტიმიზებული ზომა უზრუნველყოფს ნოუთბუკით მუშაობის მოხერხებულობას. პრინციპულად ახალი, სრული ზომის კლავიატურა, უკანა განათებით, გაუმტარია წვეთების მიმართ და გაძლევთ ნოუთბუკის ნებისმიერ პირობებში გამოყენების საშუალებას.
კვების მრავალფუნქციური ღილაკით შეგიძლიათ ოპტიმიზებული BIOS სისტემის მქონე HUAWEI MateBook X Pro-ს ჩართვა 7,8 წამში*. საიმედო, სწრაფი და მარტივი გადაწყვეტა.
*Includes time to wake up PC and login the Windows system. Base on results from HUAWEI lab tests. Performance depends on actual usage.
HUAWEI MateBook X Pro აღჭურვილია ყურსასმენის 3.5მმ შესაერთებლით, USB-A პორტით, ორი USB-C პორტით, Thunderbolt™ 3 მხარდაჭერის მქონე პორტის ჩათვლით, რომელიც იძლევა 4Kდისპლეის და გარე გრაფიკული ბარათის ჩართვის საშუალებას.
3.5 mm stereo headset jack
USB-C port
Thunderbolt™ 3 (USB-C) port
USB-A (USB3.0, max output 5 V / 2 A)
HUAWEI SHARE გაძლევთ ფოტოებისა და ფაილების სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო გაზიარების საშუალებას სტრიმინგის, USB -ის ან გარე აპლიკაციის გარეშე HUAWEI -ს ყველა მოწყობილობას შორის. სიჩქარე 20 მბ/წმ -მდეა, 1100-ჯერ სწრაფია ვიდრე Bluetooth. გააგზავნეთ 1,000 ფოტო თქვენს კომპიუტერზე 3 წუთში და 1 გბ ვიდეო 1 წუთში .*
*მონაცემები მიღებულია HUAWEI-ს საკუთარ ლაბორატორიაში ჩატარებული ცდების საფუძველზე. ცდა ტარდებოდა განსაზღვრულ პირობებში. ფაქტიური მონაცემები შეიძლება განსხვავებული იყოს.