HUAWEI MatePad T 10

For a better user experience, please use the latest version of Internet Explorer or switch to another browser.
HUAWEI MatePad T 10
HUAWEI MatePad T 10

ყველა თაობის ადამიანისთვის

მძლავრი პროცესორი | გამოსხივებისგან დაცვა | გასაოცარი, სტერეო სისტემა

უფრო ფართო ეკრანი

HUAWEI MatePad T 10 გთავაზობთ 9.7-ინჩიან HD ეკრანს , რომელიც დელიკატურად ერწყმის მის ელეგანტურ და კომპაქტურ დიზაინს. მისი მსუბუქი და პორტატული კორპუსი, საშუალებას გაძლევთ ატაროთ ის ნებისმიერ ადგილზე ზედმეტი დისკომფორტის გარეშე და ისიამოვნოთ საყვარელი აპლიკაციებით, თამაშებით თუ სხვა.

HUAWEI MatePad T 10 2K display

სუფთა და მკვეთრი ხმის სისტემა

მზად ხართ მუსიკალური ფესტივალისთვის?-HUAWEI MatePad T 10-ის ორმაგ-დინამიკიანი სისტემა, სიმეტრიულად გადასცემს ხმას ორივე დინამიკში და შესაბამისად თქვენამდე მოდის უფრო ძლიერი და თანაბარი აუდიო სიგნალები. HUAWEI-ს Histen 6.1 ტექნოლოგიის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ მკვეთრი ტონებით და ძლიერი ბასებით.

HUAWEI MatePad T 10 dual-speaker system
HUAWEI MatePad T 10 dual-speaker system

მაღალი წარმადობა

HUAWEI MatePad T 10 - EMUI 10.1-თან,1 გაუმჯობესებულ ალგორითმთან და 8-ბირთვიან პროცესორთან ერთად-გთავაზობთ გაუმჯობესებულ გრაფიკას და წარმადობას. სწრაფად და შეუფერხებლად გაეცანით ახალ ამბებს, უყურეთ ვიდეოებს, იშოპინგეთ ონლაინ, გადადით ერთი აპლიკაციიდან მეორეზე და დატკბით თქვენი ტაბლეტის შესაძლებლობებით.

HUAWEI MatePad T 10 EMUI 10.1

ორი სხვადასხვა ფანჯრის, ერთდროულად გახსნის შესაძლებლობა

HUAWEI-ს, აპლიკაციების გაშვების Multiplier ტექნოლოგიის2 გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ ტაბლეტში ერთდროულად ორ ფანჯარაში იმუშაოთ. ტაბლეტის ეკრანზე ორი ფანჯრის გამოტანა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა ის ჰორიზონტალურად გიჭირავთ. თქვენ შეგიძლიათ დაარეგულიროთ ფანჯრების ზომები3 (სიგრძე, სიგანე), თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე. ასე რომ ახლა უკვე მარტივად შეგიძლიათ შეასრულოთ ორი ოპერაცია ერთდროულად, მაგალითად იშოპინგოთ ონლაინ და ამავდროულად გვერდით ფანჯარაში გადმოიტანოთ კონკრეტული ნივთის ფოტო უფრო მეტი დეტალის სანახავად.

HUAWEI MatePad T 10 App Multiplier

გამოსხივებისგან დაცვა, დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში

გამოსხივებისგან დაცვის რეჟიმი

TÜV Rheinland სერტიფიკატის მქონე, გამოსხივებისგან დაცვის ტექნოლოგია,4 ამცირებს მავნე გამოსხივების5 ზემოქმედების დონეს და გთავაზობთ მხედველობის დაცვის საუკეთესო შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს.

HUAWEI MatePad T 10 Eye Comfort
HUAWEI MatePad T 10 Eye Comfort

კითხვის რეჟიმი

ჩართეთ წიგნის კითხვის რეჟიმი და წაიკითხეთ ელექტრონული წიგნები ისევე კომფორტულად, როგორც ნაბეჭდი წიგნი.

HUAWEI MatePad T 10 eBook mode
HUAWEI MatePad T 10 eBook mode

ბნელი ფონის რეჟიმი

საღამოს ან ღამის პერიოდში, შეგიძლიათ ჩართოთ ბნელი ფონის რეჟიმი, რათა თავიდან აიცილოთ მკვეთრი კონტრასტული გამოსახულება, რომელიც თვალს ჭრის და ხშირად დისკომფორტს ქმნის მოწყობილობის მოხმარებისას.

HUAWEI MatePad T 10 Dark mode
HUAWEI MatePad T 10 Dark mode

უნიკალური და ბავშვებისთვის განკუთვნილი რეჟიმები

ჩაწერეთ და ჩართეთ თქვენი ბავშვების საყვარელი სიმღერები, ასახეთ სამახსოვრო მომენტები, შექმენით კრეატიული ნამუშევრები სპეციალური, ხატვის აპლიკაციით და გააცოცხლეთ თავგადასავლები თქვენს მოწყობილობაში. თქვენს ბავშვებს შეუძლიათ აღმოაჩინონ მათი ცხოვრების სასაცილო მომენტები და შემოქმედებითი სამყარო სპეციალურ, ბაშვებისთვის განკუთვნილ განყოფილებაში. მოწყობილობა თქვენს შვილებს მათი ასაკისთვის განკუთვნილ კონტენტს შესთავაზებს, ასევე დაიცვას მათ მხედველობას5 შესაბამისი რეჟიმის საშუალებით და იზრუნებს მათ ჯანმრთელობასა და სიმშვიდეზე ნებისმიერ დროს.

HUAWEI MatePad T 10 Kids Corner
  1. მოწყობილობაში დაინსტალირებულია EMUI 10.1
  2. ფუნქცია ხელმისაწვდომია ზოგიერთი აპლიკაციისთვის. შესაბამისი აპლიკაციების სია განახლდება მოგვიანებით. ფუნქციის ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს კონკრეტული აპლიკაციებისთვის.
  3. ფანჯრების ზომების დარეგულირების 3 ვარიანტი არსებობს. ფუნქცია ხელმისაწვდომია ზოგიერთი აპლიკაციისთვის. შესაბამისი აპლიკაციების სია განახლდება მოგვიანებით. ფუნქციის ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს კონკრეტული აპლიკაციებისთვის.
  4. TÜV Rheinland სერტიფიცირების პირობა: ტაბლეტი გადის მავნე გამოსხივების ზემოქმედების შემცირების ტესტს, მხედველობის დაცვის ჩართული რეჟიმით. (ფერის რეგულირების გამოკლებით).
  5. დაუშვებელია სამედიცინო დანიშნულებით გამოყენება