HUAWEI MatePad T 10s

For a better user experience, please use the latest version of Internet Explorer or switch to another browser.

ყველა თაობის ადამიანისთვის

FHD ეკრანი | გამოსხივებისგან დაცვა | ჰარმან კარდონის
მიერ შექმნილი ხმის სისტემა

კინოთეატრი
შენს ხელებში

უფრო ფართო ეკრანი

HUAWEI MatePad T 10s გთავაზობთ 10.1-ინჩიან 1920 x 1200 FHD ეკრანს , რომელიც დელიკატურად ერწყმის მის ელეგანტურ და კომპაქტურ დიზაინს. მისი მსუბუქი, თხელი და პორტატული კორპუსი, საშუალებას გაძლევთ ატაროთ ის ნებისმიერ ადგილზე ზედმეტი დისკომფორტის გარეშე და ისიამოვნოთ საყვარელი აპლიკაციებით, თამაშებით თუ სხვა. HUAWEI ClariVu™ ტექნოლოგიის საშუალებით კი ყველაფერი, რასაც შენი ტაბლეტის ეკრანზე ხედავ არის უფრო მომხიბვლელი და ბრწყინვალე.

სუფთა და მკვეთრი ხმის სისტემა

მზად ხართ მუსიკალური ფესტივალისთვის? - HUAWEI MatePad T 10s -ის ორმაგ-დინამიკიანი სისტემა, სიმეტრიულად გადასცემს ხმას ორივე დინამიკში და შესაბამისად თქვენამდე მოდის უფრო ძლიერი და თანაბარი აუდიო სიგნალები. ჰარმან კარდონის მიერ შექმნილი აუდიო ეფექტის საშუალებით, ტაბლტი გაწვდით ავთენტურ და დეტალებით მდიდარ ხმას.

ექსტრაორდინალური გამოცდილება

მაღალი წარმადობა

HUAWEI MatePad T 10s - EMUI 10.1-თან,1 გაუმჯობესებულ ალგორითმთან და 8-ბირთვიან პროცესორთან ერთად - გთავაზობთ გაუმჯობესებულ გრაფიკას და წარმადობას. სწრაფად და შეუფერხებლად გაეცანით ახალ ამბებს, უყურეთ ვიდეოებს, იშოპინგეთ ონლაინ, გადადით ერთი აპლიკაციიდან მეორეზე და დატკბით თქვენი ტაბლეტის შესაძლებლობებით.

ორი სხვადასხვა ფანჯრის,
ერთდროულად გახსნის შესაძლებლობა

HUAWEI-ს, აპლიკაციების გაშვების Multiplier ტექნოლოგიის2 გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ, ტაბლეტში ერთდროულად ორ ფანჯარაში იმუშაოთ. ტაბლეტის ეკრანზე ორი ფანჯრის გამოტანა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა ის ჰორიზონტალურად გიჭირავთ.3 თქვენ შეგიძლიათ დაარეგულიროთ ფანჯრების ზომები(სიგრძე, სიგანე), თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე. ასე რომ ახლა უკვე მარტივად შეგიძლიათ შეასრულოთ ორი ოპერაცია ერთდროულად, მაგალითად იშოპინგოთ ონლაინ და ამავდროულად გვერდით ფანჯარაში გადმოიტანოთ კონკრეტული ნივთის ფოტო უფრო მეტი დეტალის სანახავად.

გამოსხივებისგან დაცვა,
დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში

TÜV Rheinland სერტიფიკატის მქონე, გამოსხივებისგან დაცვის ტექნოლოგია,4 ამცირებს მავნე გამოსხივების ზემოქმედების დონეს5, და გთავაზობთ მხვედელობის დაცვის საუკეთესო შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს.

კითხვის რეჟიმი გამოსხივებისგან დაცვა ბნელი ფონის რეჟიმი

უნიკალური და ბავშვებისთვის განკუთვნილი რეჟიმები

მოწყობილობაში სპეციალურად თქვენი შვილებისთვის, შექმნილია საბავშვო განყოფილება, რომელიც მათ მხოლოდ ასაკისთვის შესაფერის კონტენტს შესთავაზებას და ისიც წვდომის შესაბამისი ლიმიტებით. გარდა ამისა ტაბლეტი იზრუნებს მათ ფაქიზ მხვედველობაზე და დაიცვას, მხედველობის 6 დონიანი დაცვის სისტემით.5 ასე რომ თქვენს შვილებს შეუძლიათ ითამაშონ და ისწავლონ ისე რომ წვდომა ჰქონდეთ მხოლოდ მათთვის სასარგებლო კონტენტზე და ამასთან მშობლებს შეუძლიათ მიიღონ სპეციალური შეტყობინებები თუ რამდენ ხანს იყენებს ბავშვი ტაბლეტს, ამოიწურა თუ არა ტაბლეტთან ყოფნის დღიური ლიმიტი და ა.შ.

სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი სივრცე
გასაოცარი და დაცული განყოფილება, სწავლისა და თამაშისთვის
დროის კონტროლი
დაარეგულირეთ მოწყობილობის გამოყენების გრაფიკი
გამოსხივებსიგან დაცვის 6-დონიანი სისტემა6
მხედველობის ყოველმხრივი დაცვა
აპლიკაციების კონტროლი
გააკონტროლეთ ბავშვების, აპლიკაციებზე წვდომა
უსაფრთხო დამუხტვის ფუნქცია
ავტომატური დაბლოკვის ფუნქცია, ელ. ენერგიის მიღება/გადაცემასთან დაკავშირებული რისკების თავიდან ასაცილებლად
კონტენტის
კონტორლი
განსაზღვრეთ თქვენი ბავშვების ასაკის შესაბამისი კონტენტი
  1. მოწყობილობაში დაინსტალირებულია EMUI 10.1
  2. ფუნქცია ხელმისაწვდომია ზოგიერთი აპლიკაციისთვის. შესაბამისი აპლიკაციების სია განახლდება მოგვიანებით. ფუნქციის ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს კონკრეტული აპლიკაციებისთვის.
  3. ფანჯრების ზომების დარეგულირების 3 ვარიანტი არსებობს. ფუნქცია ხელმისაწვდომია ზოგიერთი აპლიკაციისთვის. შესაბამისი აპლიკაციების სია განახლდება მოგვიანებით. ფუნქციის ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს კონკრეტული აპლიკაციებისთვის.
  4. TÜV Rheinland სერტიფიცირების პირობა: ტაბლეტი გადის მავნე გამოსხივების ზემოქმედების შემცირების ტესტს, მხედველობის დაცვის ჩართული რეჟიმით. (ფერის რეგულირების გამოკლებით).
  5. დაუშვებელია სამედიცინო დანიშნულებით გამოყენება
  6. ფუნქცია ხელმისაწვდომია საბავშო განყოფილებაში.
Discover
the latest MatePads?

Discover the latest MatePads?

HUAWEI MatePad T 10
More MatePad